ინდოეთმა პაკისტანსა და პაკისტანურ ქაშმირზე თავდასხმა განახორციელა. პაკისტანის მტკიცებით, მათ ხუთი ინდური ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ინდური მხარე ადასტურებს, რომ პაკისტანის „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ ცხრა ობიექტი დაბომბა, რომელთაგან ზოგიერთი დაკავშირებულია ისლამისტი მებრძოლების მიერ ინდურ ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმასთან.
ისლამაბადი ირწმუნება, რომ ინდოეთის თავდასხმების სამიზნე ექვსი ობიექტი იყო და, რომ არც ერთი მათგანი არ იყო მებრძოლების ბანაკი. პაკისტანის სამხედრო პრესსპიკერის თქმით, ინდოეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 46 დაშავდა.
კარაჩის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი “ჯინა“ ვერ ახერხებს მგზავრების მომსახურებას, რადგან ავიაკომპანიებმა ქვეყნიდან ფრენები გააუქმეს ინდოეთთან სამხედრო დაპირისპირების გამო.