კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის

07 მაისი 2025, 19:58 211 ნახვა

პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს საპასუხო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა- ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაასაჯაროვა.
ინდოეთზე საპასუხო დარტყმის დრო ადგილი ან ფორმა არ დაუკონკრეტებიათ. დაძაბულობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის სადავო რეგიონში დაიწყო შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რომელიც 22 აპრილს მოხდა.
ინდოეთი ამაყობს მათივე შეიარაღებული ძალების ქმედებით და აცხადებენ რომ წუხელ პაკისტანზე მიტანილი იერიში ეს იყო სწორედ პასუხი პაჰალგამში უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში