სტამბოლში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინათ სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრება. მარტში იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციების ტალღა აგორდა.
სტამბოლში შეკრებილებს მთავარი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა, მიმართა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მის პარტიას მოედნის განათების უფლება არ მისცეს, რამაც მხარდამჭერები აიძულა, ტელეფონების ფანრები აენთოთ.
ეკრემ იმამოღლუ 23 მარტს დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებებით, რასაც ის უარყოფს.