ევროპის დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქალაქ ლვოვში ჩავიდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 2 მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
მინისტრებმა ლიჩაკივის სასაფლაოზე პატივი მიაგეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.
ლვოვშია ჩასული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ანდრეი სიბიგას, კაია კალასსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შორის, სადაც უკრაინის გაძლიერების, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლისთვის ერთობლივი შემდგომი ძალისხმევა განიხილეს.