ამერიკის საელჩო უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, „მიიღეს ინფორმაცია პოტენციურად მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს უახლოეს რამდენიმე დღეში“.
მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის წყარო არ არის დაზუსტებული.
საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს „მზად იყვნენ, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფარში“.