დაასრულეთ ეს სულელური ომი - ტრამპის მიმართვა რუსეთსა და უკრაინას

10 მაისი 2025, 11:25 132 ნახვა

რუსეთმა და უკრაინამ სულელური ომი უნდა დაასრულონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ამერიკის საელჩომ აშშ-ის მოქალაქეები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ გააფრთხილა.

ჟურნალისტის კითხვაზე: "რა იქნებოდა მისი გზავნილი პუტინის მიმართ საელჩოს განცხადების შემდეგ?" აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივე მხარის მიმართ ერთი გზავნილი აქვს - დაასრულონ ომი.

„მე მაქვს გზავნილი ორივე მხარისთვის – დაასრულეთ ეს ომი. ჩვენ ვკარგავთ 5 000 ჯარისკაცს კვირაში, რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს და ასევე სხვა ადამიანებსაც. დაასრულეთ ეს სულელური ომი, ეს არის ჩემი გზავნილი ორივესთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში