პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ესაუბრა. ინფორმაციას BBC სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, რუბიომ პაკისტანის არმიის მეთაურ ასიმ მუნირსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით შესაბამისი გზების მოძებნისკენ მოუწოდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მარკო რუბიომ მხარეებს კონსტრუქციული მოლაპარაკებების დასაწყებად აშშ-ის დახმარება შესთავაზა.