თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან. ინფორმაციას რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთი მზადაა უმასპინძლოს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს.
ერდოღანის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების გზაზე ისტორიულად გარდამტეხი მომენტი დადგა, აუცილებელია ამ შესაძლებლობის გამოყენება და თურქეთი მზადაა წვლილი შეიტანოს მოლაპარაკების ორგანიზებით.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მუდმივი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისა და უკრაინის აღდგენის პროცესების განხორციელებაში.