ღაზის სექტორში განხორციელებულ იერიშს ბოლო 24 საათში 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით მასშტაბური აფეთქებები იყო გამთენიისას. კონფლიქტის ზონაში „ცახალი“ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს განაგრძობს. დარტყმა განხორციელდა ჯაბალიაში მდებარე ჰოსპიტალზე, სადაც 13 პაციენტი დაიღუპა.
ასევე ჩამოიშალა სამედიცინო დაწესებულების ზედა სართული. ჰუმანიტარული მისიების განცხადებით, პალესტინური ანკლავის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის მეოთხედს შიმშილი ემუქრება.
ცნობისთვის, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება 2 მარტის შემდეგ არ შესულა.