რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მზად არის - გერმანიის კანცლერი

16 მაისი 2025, 10:54 121 ნახვა

გერმანიის კანცლერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მზადდება, რომელსაც 20 მაისს მიიღებენ. ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტის სტამბოლში ჩასვლა უდიდესი ჟესტი იყო.

„პუტინი არ გამოცხადდა, რაც მას ცუდ მდგომარეობაში აყენებს“ - წერს მერცი.

როგორც მანამდე უკრაინული მედია წერდა, სანქციების ახალი, მეჩვიდმეტე პაკეტი მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და შავ სიაში შეჰყავს დაახლოებით 200 ნავთობმზიდი, რომლებიც გამოიყენება რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი