სატელეფონო საუბარი სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის

17 მაისი 2025, 19:37 92 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა. ნათქვამია, რომ მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მზადყოფნას, კვლავ შეუწყოს ხელი სიტუაციის მოგვარების გზების ძიებას. ასევე, რუბიო მიესალმა შეთანხმებებს სამხედრო ტყვეების გაცვლასა და თითოეული მხარის მიერ საკუთარი ხედვის მომზადებას იმ პირობების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. თავის მხრივ, განცხადების მიხედვით, სერგეი ლავროვმა აშშ-ის დადებითი როლი აღნიშნა, რამაც ხელი შეუწყო კიევისთვის სტამბოლის მოლაპარაკებების ფანახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის საბოლოო  წინადადების მიღებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი