საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში

18 მაისი 2025, 14:42 60 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს პოლონეთშიც. დაახლოებით 29 მილიონი ამომრჩეველი პრეზიდენტს 13 კანდიდატიდან აირჩევს. გამოკითხვების მიხედვით მეტი მხარდაჭერა მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტრჟავსკოვსკის აქვს. ის ხმების დაახლოებით 30 %-ს აგროვებს, რომელმაც გამარჯვების შემთხვევაში აბორტისა და ლგბტქ უფლებების მხარდაჭერის პირობა დადო. 

შემდეგ მოდის კაროლ ნავროცკი, რომელსაც მხარს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 1 ივნისს  გაიმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი