რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭს ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერი ჯორჯე სიმიონი და დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი იყრიან. პირველ ტურში სიმიონს ხმების 40.94% ჰქონდა ხოლო დანის 20.99%.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 9 საათზე დაიხურება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კანდიდატებს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა გამოკითხულთა შორის არ იყვნენ დიასპორტის წევრები.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გასულ წელს ჩატარდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე ბათილად ცნო.