აშშ-ში შტორმს 25 ადამიანი ემსხვერპლა

18 მაისი 2025, 14:40 100 ნახვა

მისურისა და კენტუკის შტატებში შტორმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს ძლიერმა შტორმმა გადაურა, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები, გზები, ელექტროგადამცემი ხაზები. ათობით შტატში ნახევარ მილიონამდე სახლი და კომპანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ტორნადოს გამომწვევმა შტორმმა დააზარალა ილინოისისა და ინდიანას შტატებიც. კენტუკის გუბერნატორმა   შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი