რუსეთმა ბერძნული ნავთობტანკერი დააკავა ესტონეთის ბალტიის ზღვის პორტიდან გასვლის შემდეგ,- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ინციდენტის შესახებ ნატოს მოკავშირეებს აცნობა. გემმა პორტიდან გასვლისას წინასწარ შეთანხმებული ნავიგაციის არხი გამოიყენა, რომელიც რუსეთის ტერიტორიულ წყლებს კვეთს - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გემმა რუსეთის წყლებში მანევრები განახორციელა არაღრმა წყლის თავიდან ასაცილებლად და რომ რუსებმა ის დააკავეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ჯარიმის დასაკისრებლად.
ესტონეთის ტრანსპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, სილამაედან რუსეთის ტერიტორიული წყლების გავლით ნავიგაციის არხი ესტონეთს, ფინეთსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა.