ისრაელი ღაზის სექტორში საკვების შეტანას დათანხმდა

19 მაისი 2025, 13:55 125 ნახვა

ეგვიპტის ჩრდილოეთ სინაის ნახევარკუნძულზე, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ღაზისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების გრძელი რიგია. 

ისრაელი ღაზაში საკვების შეტანაზე დათანხმდა. იგი ბლოკადას შეამსუბუქებს და ღაზაში საკვების შეზღუდული რაოდენობით შეტანის უფლებას მისცემს - განაცხადა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც სამხედროებმა სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში „ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციები“ დაიწყეს.

მარტის დასაწყისიდან ისრაელმა ღაზაში სამედიცინო, საკვებისა და საწვავის მარაგების შეტანა დაბლოკა, რათა ჰამასზე მძევლების გათავისუფლების მიზნით ზეწოლა მოეხდინა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი