ესპანეთში უკრაინელი პოლიტიკოსი მოკლეს 

21 მაისი 2025, 13:33 133 ნახვა

ესპანეთის დედაქალაქში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვი მოკლეს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი იყო.  „როიტერი“ გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ესპანური რადიოს ინფორმაციით, მამაკაცს  შვილები სკოლაში მიჰყავდა, როდესაც მას ესროლეს. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

პორტნოვი იანუკოვიჩის მმართველობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და უკრაინის სასამართლო სისტემას კურირებდა. 

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პორტნოვი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს იურიდიული გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი პრეზიდენტ იანუკოვიჩთან გადავიდა.

ევრომაიდანის შემდეგ პორტნოვმა, იანუკოვიჩის გუნდთან ერთად, უკრაინა დატოვა და, როგორც მედია იტყობინება, ხუთი წელი ვენაში გაატარა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი