ავსტრალიაში წყალდიდობაა

22 მაისი 2025, 09:10 93 ნახვა

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძლიერმა წვიმებმა  წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება   იძულებული გახდა   ევაკუაციის ახალი ბრძანებები გამოეცა.  სტიქიის ზონაში 50 ათასი  მცხოვრები იზოლაციისთვის მომზადების შესახებ გააფრთხილეს, რადგან მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია კოკისპირული წვიმები.

ავსტრალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატის, ახალი სამხრეთ უელსის ჰანტერისა და შუა ჩრდილოეთ სანაპიროს რეგიონების რამდენიმე სოფელი  ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა, ხოლო ჩრდილოეთ სანაპიროს რეგიონის უმეტეს ნაწილში  კიდევ უფრო ძლიერ წვიმებს ელოდებიან.

„მწარე რეალობა ისაა, რომ შუა ჩრდილოეთ სანაპიროს მოსახლეობას მოუწევს მოემზადოს მომავალი დღეების განმავლობაში პოტენციურად უფრო ცუდი ამბებისთვის. ეს არ არის ის, რისი მოსმენაც გვსურს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კატასტროფა მასშტაბურია“, - განაცხადა ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრმა კრის მინსმა მედიასთან ბრიფინგზე.

წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში წალეკილია ფერმები, განადგურებულია სახლები, გზები და ხიდები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში