რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნა უარყო

22 მაისი 2025, 13:34 104 ნახვა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა ნიკუშორ დენმა გაიმარჯვა.

ოფიციალური მონაცემებით, დენმა ხმების 53.60% მიიღო. ჯორჯ სიმიონმა 19 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოში შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში