4 ადამიანი დაიღუპა ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად. ერთ-ერთი კაცის ცხედარი წყლით დაფარულ ავტომობილში იპოვეს. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით რამდენიმე ქალაქი, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
დახურულია 100-ზე მეტი სკოლა. ძლიერი წვიმა 3 დღის წინ დაიწყო და დააზიანა ათასობით სახლი.
ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი სამხრეთ უელსის შტატის, ჯანტერისა და მიდ ნორთ ქოსტის რეგიონების დასახლებები. ამ დრომდე ადიდებულია მდინარეები.