ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს

23 მაისი 2025, 08:16 83 ნახვა

ვაშინგტონში პირს, რომელიც ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ელიას როდრიგესს ბრალად ედება პირველი ხარისხის მკვლელობა, უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

აშშ-ის პროკურორის   განცხადებით, მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს,  ასევე მოსალოდნელია დამატებითი ბრალდებები.

პროკურორის თქმით, ეს არის საქმე, რომელიც სიკვდილით დასჯას ექვემდებარება.  პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ვარაუდით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში