უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. სტამბოლში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს. მათგან 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი იყო. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს დიდი გაცვლის პირველი ნაწილია.
მედიის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.
ცნობისთვის, სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000-1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდა.
როგორც მედია იუწყება, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალ დღეებში სამხედრო ტყვეებს კიდევ გაცვლიან.