ომი უკრაინაში

24 მაისი 2025, 11:55 82 ნახვა

რუსულმა ძალებმა ღამით კიევზე იერიში დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით,  დაშავებულია 8 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაში დედაქალაქში საღამოს 22:00 საათიდან გამოცხადდა.

თავდასხმის შედეგად, დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 24 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ ისკანდერის ტიპის 14 ბალისტიკური რაკეტა და 250 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მტერმა იერიში მიიტანა ასევე ოდესის საპორტო ქალაქზე, სადაც 2 ადამიანი დაიღუპა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში