გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ცნობით, შემთხვევა რკინიგზის სადგურზე მოხდა. მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 6 მათგანი მძიმედ არის დაჭრილი. ჰამბურგის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 39 წლის ქალი, რომელიც თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ქალი პოლიტიკური მოტივით მოქმედებდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.