ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, გასულ ღამეს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, ღაზის სექტორში დაბომბვის შედეგად ბოლო 1 დღეში 200-ზე მეტი ადამიანია დაშვებული. ისრაელის არმია თავის მხრივ აცხადებს, რომ მათი სამიზნე ცენტრალურ ღაზაში „რამდენიმე შეიარაღებული პალესტინელი“ იყო.
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კონფლიქტს ყველაზე სასტიკ ფაზაში გადასულს უწოდებს, რადგან ახლა პალესტინელები შიმშილობენ, ისრაელი კი ანკლავში მოშიმშილე ადამიანებისთვის მხოლოდ მცირე დახმარებას უშვებს.
ისრაელის მთავრობის საქმიანობის კოორდინაციის ოფისში კი განაცხადეს, რომ „გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების კუთვნილ 83 სატვირთო მანქანას“ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ნებართვა უკვე მისცეს.