აშშ-ის პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მასშტაბურ რესტრუქტურიზაციას ახორციელებენ, რა დროსაც უწყების მასშტაბს ამცირებენ და უფლებამოსილების ნაწილს სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებს გადასცემენ. გამოცემა „აქსიოსი“ წერს რომ დონალდ ტრამპმა და მარკო რუბიომ სამიზნეში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „დიფ სთეითი“ ამოიღეს.
გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საბჭოს ბიუროკრატიულად მიიჩნევს, სადაც მრავალი წელია ისეთი მაღალჩინოსნები არიან დასაქმებულები, რომლებიც პრეზიდენტის ხედვას არ იზიარებენ. თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბრისას რეორგანიზაცია დაახასიათა, როგორც დონალდ ტრამპისა და მარკო რუბიოს უახლესი ნაბიჯი იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ვაშინგტონის „დიფ სთეითად“ მიიჩნევენ.
ოფიციალური პირი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს „დიფ სთეითის“ უკიდურეს გამოვლინებას უწოდებს. აღნიშნავს, რომ მარკო რუბიო მის წინააღმდეგ იბრძვის და ისინი „დიფ სთეითს“ დაამარცხებენ.