რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო. შეხვედრას ესწრებოდა სერგეი ლავროვი. დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები იყო, თუმცა ასევე განიხილებოდა უკრაინის საკითხიც.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ისეთი უცხოური სერვის პროვაიდერები, როგორიცაა მაიკრასოფთი და ზუმი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა და მათი აკრძალვა მოითხოვა.