აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-უკრაინის „მემორანდუმზე“

30 მაისი 2025, 09:58 152 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, სავარაუდოდ, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების მრჩევლები მიიღებენ მონაწილეობას.

სპეციალური წარმომადგენლის თქმით, შეხვედრების დროს, რომელიც ლონდონსა და პარიზში გაიმართა, სწორედ ამ ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა „მემორანდუმის“ უკრაინული ვარიანტის ჩამოყალიბებაში და ის 22 პუნქტისგან შედგებოდა.

კელოგი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ჩატარების დაბრკოლებად ე.წ მემორანდუმის რუსული ვერსიის არ არსებობაა.

აქვე ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებების უპირველესი მიზანია ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ჰაერში, ხმელეთზე, ზღვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი