უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქალაქ აახენში კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიღებისას განაცხადა.
მისი თქმით, გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება.
გაწევრების კონტექსტში ევროკომისიის პრეზიდენტმა ახსენა საქართველოც.