რუსეთში ბრიანსკის ოლქში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა

01 ივნისი 2025, 10:01 272 ნახვა

უკრაინის საზღვართან ახლოს, ბრიანსკის ოლქში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა. რუსული მედიის ცნობით, ხიდი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა, რომელშიც 388 მგზავრი იმყოფებოდა. 

ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, მომხდარის მიზეზი აფეთქება გახდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა ასევე კურსკის რეგიონში, დაშავდა მემანქანე.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი