გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ფარული კენჭისყრის შედეგად 167-მა სახელმწიფომ მისცა ხმა.
კენჭისყრის დროს მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ბერბოკის კანდიდატურის მიმართ.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ერთწლიანი ვადით ირჩევენ.