მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

04 ივნისი 2025, 09:05 265 ნახვა

მექსიკის ჩრდილოეთით  ნუევო ლეონის შტატში ავტობუსის ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ  ვიდეოკადრებზე სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობაა ასახული.  

სამგზავრო ავტობუსი მონტერეიდან მეზობელი შტატში  მიემგზავრებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში