მასკი ტრამპის საგადასახადო კანონს აკრიტიკებს

04 ივნისი 2025, 10:50 285 ნახვა

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის საგადასახადო კანონი გააკრიტიკა და მას „ამაზრზენი ბოროტება“ უწოდა.

მასკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიუჯეტის დეფიციტს შემცირების ნაცვლად ეს კანონპროექტი, მას ზრდის. „სირცხვილი მათ, ვინც მას მისცა ხმა. თქვენ იცით, რომ არასწორი საქციელი ჩაიდინეთ - წერს  მილიარდერი.

მასკი წერს, რომ „წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული „დიდი, ლამაზი“ კანონპროექტის მიღების გამო იმედგაცრუებულია“.

ფედერალური საბიუჯეტო კომიტეტის მონაცემებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კანონპროექტი დამატებით $3.3 ტრილიონის მოცულობის ფედერალური სახელმწიფო ვალის აღებას ითვალისწინებს. ფისკალური სამეთვალყურეო ჯგუფის გაფრთხილებით, ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ $5.2 ტრილიონით გაიზარდოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში