ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს

05 ივნისი 2025, 13:04 147 ნახვა

ნატოს ახალი მიზნების შესასრულებლად გერმანიას დამატებით 60 ათასამდე აქტიური ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ნატომ სამიტის დეკლარაციაში ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ რუსეთი მისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.  ამიტომაც რუსეთიდან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ნატო აპირებს მკვეთრად გააფართოოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით.

„ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსი, ჯარი და შესაძლებლობები, რათა მზად ვიყოთ ყველა საფრთხისთვის და სრულად განვახორციელოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გეგმები“ - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში