რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში 4 ადამიანი დაიღუპა

06 ივნისი 2025, 09:45 140 ნახვა

რუსეთის იერიშს უკრაინის დედაქალაქზე მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 20. კიევის მერის განცხადებით, დრონებით შეტევის შედეგად ზიანი ქალაქის სულ მცირე 6 რაიონში დაფიქსირდა.

დილიდან მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით კიევზე შეტევა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.კიევის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში