ვითარება ღაზის სექტორში

08 ივნისი 2025, 11:47 110 ნახვა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან ისრაელის ჯარისკაცებმა თავდასხმა განახორციელეს, რა დროსაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 70-ზე მეტი პირი. არაბული მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჰან იუნისთანაც, სადაც ისრაელმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. დაღუპულია 5 პალესტინელი, მათ შორის ორი მოზარდია. თავდასხმა კარვების დასახლებაში მოხდა. ისრაელისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია დახმარების განაწილება, რადგან „ჰამასი“ მის ოპერაციებს პირდაპირ დაემუქრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში