ჩუვაშეთში უკრაინული დრონების სამიზნე სამხედრო-სამრეწველო საწარმო გახდა

09 ივნისი 2025, 13:31 122 ნახვა

უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ჩუვაშეთში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმომ  წარმოება შეაჩერა - აცხადებს რეგიონის ხელმძღვანელი. 

უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ათას 300 კმ-ის მოშორებით განხორციელებულ თავდასხმას  მსხვერპლი არ მოჰყოლია, განაცხადა ჩუვაშეთის გუბერნატორმა ოლეგ ნიკოლაევმა ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, ნიკოლაევის თქმით, „მიღებული იქნა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება წარმოების დროებით შეჩერების შესახებ, რათა უზრუნველყოფილიყო საწარმოს თანამშრომლების უსაფრთხოება“. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გამოიწვია თუ არა დრონებმა რაიმე ზიანი.

ნიკოლაევის თქმით, კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა რეგიონის დედაქალაქ ჩებოქსარის რაიონში.

უკრაინის სამხედრო ძალებმა ორშაბათს ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მინიმუმ ორი დრონით დაარტყეს საწარმოს, რომელიც სპეციალიზირებულია ნავიგაციის აღჭურვილობის წარმოებაზე, რომელიც გამოიყენება  დრონებში, მართვად საჰაერო ბომბებსა და მაღალი სიზუსტის იარაღში. უკრაინის სამხედრო ძალების თქმით, დრონების თავდასხმამ საწარმოში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში