ირლანდიაში ქუჩის პროტესტი არეულობაში გადაიზარდა

11 ივნისი 2025, 09:16 138 ნახვა

ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო აქციაზე ასობით ნიღბიანი მომიტინგე პოლიციას დაესხა თავს, დამწვარია სახლები და მანქანები. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა.

აქციის პირველ დღეს დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს, რის შედეგადაც პოლიციის 15 ოფიცერი დაშავდა.

დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საპატრულო პოლიციის ორი მანქანა. საპროტესტო აქცია ბელფასტის მახლობლად მდებარე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე ორი მოზარდი ბიჭი წარდგა. მათ ბრალდება უარყვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში