ილონ მასკი თავის სოციალურ მედია პლატფორმა იქს-ზე წერს, რომ ნანობს გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ შესახებ გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტის გამო. „ვნანობ გასულ კვირას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს. ზედმეტი მომივიდა“ - დაწერა მასკმა.
ტრამპმა და მასკმა გასულ კვირას სოციალურ მედიაში შეურაცხმყოფელი პოსტები გაცვალეს. ტესლასა და სფეის-იქსის აღმასრულებელმა დირექტორმა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ გადასახადებისა და ხარჯების შესახებ კანონპროექტს „ამაზრზენი საზიზღრობა“ უწოდა.
მასკის ეს პოსტი რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მასკთან ურთიერთობა დაასრულა.