ლონდონში გამართულ სავაჭრო მოლაპარაკებებზე აშშ და ჩინეთი ექსპორტზე კონტროლის შემსუბუქების გეგმაზე შეთანხმდნენ. ორდღიანი მოლაპარაკებების მიზანი, ორ ქვეყანას შორის, დაძაბულობის განმუხტვა და ექსპორტის შეზღუდვის შემსუბუქება იყო.
მხარეები შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მაისში, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების წინა რაუნდისა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, გასულ კვირას გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეული კონსენსუსი.
ახლა წინადადება მმართველებმა უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც, შესაძლებელი გახდება მისი ამოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არცერთი ქვეყნის მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ მხარეს არ გაუმჟღავნებია, მედია საშუალებებმა გაარკვიეს, რომ ორივე მათგანი შეთანხმდა ექსპორტის კონტროლი შეამსუბუქონ იმ საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც აშშ-სა და ჩინეთს სასიცოცხლოდ სჭირდება.