ბოლივიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

12 ივნისი 2025, 09:01 126 ნახვა

ბოლივიის გენერალური  პროკურატურა  იძიებს ლიალაგუასა და ქვეყნის სხვა რაიონებში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფაქტებს, რომლის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და სამი დაიღუპა.

ოთხშაბათს ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაიღუპა ლიალაგუაში, სადაც დაპირისპირება მოხდა პოლიციის ოფიცრებსა და ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის, ევო მორალესის მომხრეებს შორის, რომლებიც ავტომაგისტრალს ბლოკავდნენ.  

ბოლივიაში ეკონომიკური პრობლემების გამო გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეები პრეზიდენტ ლუის არსეს გადადგომას, ასევე მორალესისთვის კონსტიტუციური დისკვალიფიკაციის მიუხედავად, თანამდებობაზე ხელახლა კენჭისყრის უფლებას მოითხოვენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში