რუსეთმა ხარკოვი დრონების გამოყენებით დაბომბა

12 ივნისი 2025, 09:09 147 ნახვა

რუსულმა დრონებმა ხარკოვი დაბომბეს, დააზიანეს საცხოვრებელი კორპუსი და სკოლისა და საბავშვო ბაღის ეზოები. ამ დროისთვის, 14 დაჭრილი გვყავს, მათ შორის ბავშვები - განაცხადა ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა. 

ხარკოვში, სულ მცირე, სამი აფეთქება მოხდა. ხარკოვის მერის, განცხადებით, ეპიცენტრი იყო შევჩენკოვსკის რაიონი, სადაც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს იერიში.

ორივე მხარე უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას ომში, რომელიც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, კონფლიქტში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში