გუტერეში ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს

13 ივნისი 2025, 11:40 129 ნახვა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები დაგმო. ანტონიო გუტერეშმა მხარეებს მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისკენ, ასევე უფრო ღრმა კონფლიქტში ჩაფლობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. 
გენერალური მდივნის პრესსპიკერის თქმით, გუტიერეში  განსაკუთრებით შეშფოთებულია ისრაელის თავდასხმებით მაშინ, როდესაც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში