ჩინეთი „ძალიან შეშფოთებულია“ ირანზე ისრაელის თავდასხმის შესაძლო „მძიმე შედეგებით“ - ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გაავრცელა. ლინ ცზიანის თქმით, ჩინეთი მხარეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობისა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.