ისრაელის შეტევა ირანზე

13 ივნისი 2025, 19:52 225 ნახვა

ახლო აღმოსავლეთი კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტის წინაშე, ისრაელი ირანის საჰაერო სივრცეს დაეუფლა და უკვე 15 საათის განმავლობაში მის ურანის გამამდიდრებელ ობიექტებს, სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებს ურტყამს, დრონები ავიაცია, ისრაელის სპეცოპერაცია ყველა შეფასებით უმაღლეს დონზე მიმდინარეობს, მეტიც მოკლულია ირანული სარდლობის 20-მდე მაღალჩინოსანი.
ირანმა გაეროს მიმართა და აღნიშნა, რომ ისრაელმა ომი დაიწყო მათთან და ირანი უპასუხებს, ამასობაში გაიზარდა ფასები ნავთობზე და ოქროზე, რომლის წარმოებაშიც ირანს დიდი როლი აქვს, შესაბამისად ვარაუდობენ, რომ შეტაკების გაგრძელების შემთხვევაში ფასი კიდევ გაიზრდება.
ჩინეთი და რუსეთი გმობენ თავდასხმას, ამერიკა მხარს უჭერს ისრაელს ევროკავშირი მშვიდობისკენ მოუწოდებს, საფრანგეთში აცხადებენ, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას და ირანს კიდე ბევრჯერ შესთავაზეს შეთანხმებაზე წასვლა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიან თუ ატომურ განაიარაღებს ხელს მოაწერს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში