მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალურ კონფლიქტთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკის თქმით, ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებამ შესაძლოა, მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
„ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება რეგიონში რეგულარული ომისკენ მიექანება, რამაც შესაძლოა, მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ასე ახლოს არ ვყოფილვართ გლობალურ კონფლიქტთან. ევროპამ და აშშ-მა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა შემდგომი ესკალაციის შესაჩერებლად. ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – წერს დონალდ ტუსკი.