ირანის სარაკეტო იერიში ისრაელზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

15 ივნისი 2025, 10:54 171 ნახვა

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ბათ იამში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. 20-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

4-მდე გაიზარდა ირანის იერიშის შედეგად ისრაელის ქალაქ ტამრაში დაღუპულთა რიცხვი.

ირანში აცხადებენ, რომ ისრაელზე ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.

ბოლო 24 საათში ირანის მიერ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში