კანადაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან

16 ივნისი 2025, 10:51 144 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადის ქალაქ კალგარიში ჩაფრინდა, სადაც დიდი შვიდეულის  სამიტი  გაიმართება. დიდი შვიდეულის - კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის - ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში განსახილველი საკითხები ისრაელ-ირანის და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტები იქნება. 

ღონისძიების სტუმრებს შორის ასევე იქნებიან უკრაინის, მექსიკის, ინდოეთის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, სამხრეთ კორეის და ბრაზილიის ლიდერები.

დიდი შვიდეულის“ სამიტს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც დაესწრება, რომლისთვისაც პირველი სამიტია კანცლერის პოსტზე. 

სამიტის პირველი დღე გლობალური ეკონომიკის საკითხებს დაეთმობა. ლიდერები  ასევე განიხილავენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ტყის ხანძრები, ასევე ნარკოტიკების კონტრაბანდა და მიგრანტების თემა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში