ომი ისრაელსა და ირანს შორის

16 ივნისი 2025, 19:46 135 ნახვა

მთავარი მომლაპარაკებელი ჯერ კიდევ არ ჩანს, თუმცა  არაერთი მსოფლიო ლიდერი პირველივე წუთიდან ღიად აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის დაწყებული კონფლიქტი  არამარტო რეგიონისთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის საშიშია და რომ საფრთხეა უკონტროლო ესკალაციის.

ვიდრე მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება ,რომ ირანის სარაკეტო გამშვების მესამედი გაანადგურეს.

პარალელურად ირანის პარლამენტი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს ამზადებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში