ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა - ისრაელის თავდაცვის ძალები

17 ივნისი 2025, 09:53 171 ნახვა

ისრაელის არმიის პრესსპიკერის განცხადებით,  დილით ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სირენების ხმა გაისმა. ერთი საათი გრძელდებოდა განგაში ისრაელის ჩრდილოეთში,  მათ შორის საპორტო ქალაქ ჰაიფაში, ირანის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმის გამო.

ირანის ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების  შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისრაელი და ირანი ერთმანეთს ზედიზედ მეხუთე დღეა თავს ესხმიან.  ირანის ოფიციალურმა პირებმა ხუთ დღეში 224 ადამიანის, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეების, დაღუპვის შესახებ განაცხადეს, ხოლო ისრაელის თქმით, 24 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, განაცხადა, რომ ირანის დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის გამო თითქმის 3 ათასი ადგილობრივის  ევაკუაცია გახდა საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში